ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 6 თებერვლის მიწისძვრას საუკუნის ყველაზე კატასტროფული სტიქია უწოდა. მსხვერპლმა თურქეთსა და სირიაში 37 ათასს გადააჭარბა, აქედან ყველაზე მეტი 32 ათასამდე ადამიანი დამანგრეველმა მიწისძვრამ თურქეთში შეიწირა. მიყენებული ზარალი 20 მილიარდი დოლარია. დანგრეულ ქალაქებში უკვე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, თუმცა ნანგრევებიდან მაშველებს ხმა ისევ ესმით და გადარჩენილებიც გამოჰყავთ.
"საუკუნის მიწისძვრა"
14 თებ 202320:02
3 წუთის საკითხავი